პროექტის სახელი: ძალიან დიდი და ძალიან პატარა სამაყარო
პროექტის მოკლე აღწერა: სტანდარტული სახით დაწერილი რიცხვების გამოყენება
პროექტის სრული აღწერა:ბუნებაში მიმდინარე პროცესები რომ აღვწეროთ, ამისათვის ჩვენ ადამიანებს შემოგვაქვს გარკვეული სიდიდეები და ამ სიდიდეებს შორის კავშირის გამოხატავით აღვწერთ საყმაროში მიმდინარე მოვლენებს. სიდიდეებს რაოდენობრივად რიცხვებით გამოვხატავთ.ადამიანმა ჩაიხედა ატომში,განსაზღვრა დედამიწიდან მზემდე მანძილი,გაზომა სინათლის სიჩქარე,დაადგინა ერთუჯრედიანი ცხოველის არსებობა, იცის რამდენი ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე და ა.შ. ცხადია ატომის სამყარო რომ აღვწეროთ, ხშირად ძალიან მცირე რიცხვები უნდა გამოვიყენოთ,ხოლო თუ ლაპარაკია ასტრონომიულ სხეულებზე, მათ დასახასიათებლად უფრო აქტუალური დიდი რიცხვებია. სამწუხაროდ, ომებში დაღუპულ ადამიანთა რიცხვიც არ იქნება მცირე. სამყარო მეტად მრავალფეროვანია და მის შესამეცნებლად ხშირად გვჭირდება ძალიან დიდი და ძალიან პატარა რიცხვები.ასეთი რიცხვების ჩაწერის მოხერხებული ფორმაა რიცხვის სტანდარტული ფორმით ჩაწერა.
დავალება: კლასს დავყოფ 4 ჯგუფებად; პირველ ჯგუფს დავავალებ მოიძიოს ინფორმაცია ფიზიკის სფეროდან, მეორე ჯგუფს__ბიოლოგიიდან, მესამე ჯგუფს___გეოგრაფიიდან, მეოთხე ჯგუფს__ისტორიიდან. თითოეულ ინფორმაციაში გამოეყენებული უნდა იყოს სტანდარტული ფორმით ჩაწერილი რიცხვები და ამასთანავე ახსნან რაიმე მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ სიდიდის სიმცირესთან ან სიდიდესთან. მაგალითად, ფიზიკიდან შეიძლება მოვიყვანოთ ასეთი ინფორმაცია: გრავიტაციული მუდმივა G=6,67.10–11 ნ.მ2კგ2. ეს იმს ნიშნავს, რომ 1 მეტრით დაშორებული ორი 1კგ. მასის სხეული ერთმანეთს იზიდავს F=6,67.10–11ნ. ძალით.ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ გრავიტაციული ურთიერთქმედება არსებითია მაშინ, როცა ამ ურთიერთქმედებაში მონაწილე ერთი სხეულის მასა მაინც არის ძალიან დიდი.ამიტომაც გრავიტაციული ურთიერთქმედება დიდ როლს ასრულებს ციურ სხეულთა შორის . ელექტრონის მასა me=9,1.10-31კგ.ელექტრონის მასის სიმცირის გამო შეიძლება ითქვას, რომ იგი გრავიტაციულ ურთიერთქმედებაში არ მონაწილეობს.
ინფორმაცია გეოგრაფიის სფეროდან შეიძლება იყოს ასეთი: ჩინეთში ცხოვრობს ყველაზე მეტი დაახლოებით1,3.109 ადამიანი. ჩინელების ასეთი სიმრავლის გამო მთავრობა ჩინეთის მოქალაქეებს უკრძალავს ერთზე მეტი შვილის ყოლას.
ინფორმაცია ბიოლოგიიდან:ამება ერთუჯრედიანი ორგანიზმია რომლის ზოგიერთი სახეობის ზომა შეიძლება იყოს 2,5.10–4 მ. მიუხედავათ იმისა, რომ ამება ძალიან მცირე ზომისაა და მისი დანახვა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია, ის ცოცხალია, მას ზუსტად იგივე თვისებსბი აქვს, რაც სპილოს, ვეშაპს დაა ყველა სხვა დანარჩენ მრავალუჯრედიან ორგანიზმს: იკვებება, სუნთქავს, მაძრაობს,გრძნობს და ა.შ.
პროექტიში შეიძლება მიღონ მონაწილეობა მე–7 და უფრო მაღალი კლასის მოსწავლეებმა.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსია; პრეზენტაცია;
მოსალოდნელი შედეგები: ამ პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები მიიღებენ მრავალგვარ ინფორმაციას რიცხვებით გამოხატული სამყაროს შესახებ, რაც ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტის ამაღლებას შეუწყობს ხელს; ამასთანავე ამპროექტისათვის გამოსადეგ ინფორმაციებს მოსწავლეები შეიძლება ფლობდენ კიდეც, პროექტზე მუშაობა კი ხელს შეუწყობს თავიანთი ცოდნის საჭიროებისამებრ გამყენების უნარჩვევის გამომუშავებას.
სამუშო ენა: ქართული
Комментариев нет:
Отправить комментарий